-
2017-09-13 პრემიერი ბორდოში ოფიციალურად გახსნის გამოფენას - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 14 სექტემბერს, საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში - Cité des Civilisations Du Vin, ოფიციალურად გახსნის გამოფენას - „საქართველო - მეღვინეობის აკვანი".
-
2017-09-13 თურქეთში პარხალის მონასტრის რეაბილიტაციაში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება
16 სექტემბრიდან თურქეთში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის - პარხალის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და პირველად, ამ პროცესში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2017-09-13 ბინა საკუთრებაში კიდევ 429 დევნილ ოჯახს გადაეცემა
16 სექტემბერს, ქუთაისში კიდევ 429 დევნილ ოჯახს - დაახლოებით 1 500 დევნილ მოქალაქეს ბინა საკუთრებაში გადაეცემა.
-
2017-09-13 პრემიერი MOODY’s-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას გამოეხმაურა
ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია MOODY's-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესება.
-
2017-09-13 თუშეთში სწრაფი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია
თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში სწრაფი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლე - ასე შეაფასა ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.