საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-09-12 პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისთავი, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და მსოფლიო ბანკის ჯგუფის სტრატეგია 2018-2021 წლებისთვის იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრაზე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან, რომელიც თბილისში საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმყოფება.

  • 2017-09-12 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ჩვენი ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსული, ძალიან სამწუხარო წარსული და ისიც ძალიან სამწუხაროა, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ.

  • 2017-09-12 პრემიერ-მინისტრი მაკკეინის ინსტიტუტისა და EPRC-ის საერთაშორისო კონფერენციაზე

    პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მაკკეინის ინსტიტუტისა და EPRC-ის საერთაშორისო კონფერენციაში - "A World in Flux: The Future of Democracy, Europe and the Middle East"

  • 2017-09-12 უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში ჩართულ ექსპერტებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში ჩართულ ექსპერტებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა. 

  • 2017-09-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება

    მინდა, გამოვეხმაურო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ დაწესებულ დროებით მორატორიუმში შესწორების შეტანის საკითხს.