საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-08-22 პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით“ მიმართა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა. 

  • 2017-08-22 საგანგებო შტაბის სხდომა

    ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი, ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებას აფასებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შტაბის წევრებთან და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილ მოქმედებებს განიხილავს.

  • 2017-08-22 საგანგებო შტაბის განცხადება

    ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების პროცესში უკვე 5 ვერტმფრენი მონაწილეობს. ხანძრის ჩასაქრობად 1 აზერბაიჯანულ და 2 ქართულ ვერტმფრენთან ერთად, 2 თურქული ვერტმფრენიც ასრულებს საავიაციო სამუშაოებს.

  • 2017-08-22 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ამოვარდნილმა ქარმა, თავიდან გააღვივა ხანძარი. ჩვენ ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ და აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

  • 2017-08-22 საგანგებო შტაბის განცხადება

    ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან განხორციელდა. 

  • 2017-08-22 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ამ ეტაპზე უკეთესი ვითარებაა, მონიშნულია ჩასაქრობი ზონები, მუშაობს 3 ვერტმფრენი, თურქეთიდან გზაშია კიდევ 2 ვერტმფრენი, სამწუხაროდ, დილით ძლიერი ქარის გამო, ვერ ჩამოფრინდნენ თუმცა, დაახლოებით ორ საათში ისინიც ჩაერთვებიან და ვფიქრობ, ღამისთვის გაცილებით უკეთესი ვითარება გვექნება.

  • 2017-08-22 საგანგებო შტაბის განცხადება

    ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში სრული დატვირთვით მიმდინარეობდა, ბოლო ინფორმაციით, დამწვარია რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობი, ხანძრის კერების ლოკალიზებისა და შემდგომი ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება.

  • 2017-08-22 პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ბორჯომში რჩებიან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბორჯომის ხეობაში რჩება. გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას და მაშველებს შეხვდა.

  • 2017-08-22 საგანგებო შტაბის განცხადება

    ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის კერების ლოკალიზებისა და შემდგომი ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მთავრობა, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შტაბის საქმიანობას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.

  • 2017-08-22 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ,,ამ წუთას მძლავრი ტექნიკა უკვე ადგილზეა მობილიზებული. დილის 6 საათამდე, იმ ზონებში, სადაც არის გავრცელების საშიშროება გზები იქნება ორგანიზებული. ცოცხალი ძალაც მობილიზებული გვყავს. დილით, როგორც კი ინათებს, როგორც სახანძრო, ასევე საავიაციო ტექნიკით ერთდროულად დავიწყებთ მუშაობას...

  • 2017-08-22 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან და ჩვენ ამისთვის გვაქვს შესაბამისი ძალები.