საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-08-14 ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

    ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხზე ჩატარებული ეროვნული საბაზისო კვლევის შედეგები გააცნეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდასა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკონსულტაციო შეხვედრაზე, რომელიც 10 აგვისტოს გაიმართა. 

  • 2017-08-14 პრემიერ-მინისტრის განცხადება

    14 აგვისტო ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 25 წლის წინ ვერ შევძელით ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება, ჩვენსა და ჩვენს აფხაზ ძმებს შორის დაწყებულმა სისხლისღვრამ უმძიმესი შედეგები მოგვიტანა.