საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-08-11 პრემიერმა კურორტი “ბიოლი“ დაათვალიერა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მერთან, ტარცისიუს კავიეზელთან ერთად, სამედიცინო-გამაჯანსაღებელი კურორტი „ბიოლი" დაათვალიერა.

  • 2017-08-11 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები

    2013-2017 წლების დასრულებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები

  • 2017-08-11 პრემიერმა საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულები დააჯილდოვა

    იცოდეთ, რომ საქართველოს თქვენი იმედი აქვს და იცოდეთ, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს, რომლებსაც, მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის, დღეს ჯილდოები გადაეცათ. 

  • 2017-08-11 პრემიერ-მინისტრის განცხადება

    2008 წლის 11 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ჩაიწერა როგორც გმირობისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის კიდევ ერთი დღე. ამ დღეს მტერთან უთანასწორო ბრძოლაში ჩვენმა მებრძოლებმა თავდადების შეუდარებელი მაგალითი აჩვენეს - მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულმა ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან და 17 ჯარისკაცი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.