-
2017-08-01 გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის ერთობლივი პრესკონფერენცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვართ რომ დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, არამედ ამ მოკლე პერიოდში, შეძენილ საქართველოს დიდ მეგობარს, ბატონ მაიკ პენსს და მოხარული ვართ, რომ იგი ჩამობრძანდა მეუღლესთან ერთად.
-
2017-08-01 პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიას ეროვნული დღესასწაული მიულოცა
საქართველოს ნამდვილად გაუმართლა რომ ჰყავს ისეთი მეგობარი, როგორიც შვეიცარიაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვიით გამოსვლისას განაცხადა.
-
2017-08-01 შეხვედრა სწავლების - “ღირსეული პარტნიორი” მონაწილეებთან
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მრავალეროვნული სწავლების- "ღირსეული პარტნიორი" მონაწილე სამხედროებს შეხვდა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. მრავალეროვნულ სწავლებას- „ღირსეული პარტნიორი" საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს. ამჯერად სწავლება გაცილებით ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა მონაწილეობს.
-
2017-08-01 ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი SSA Marine-ი ხდება
უმსხვილესი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება, - შესაბამის ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი დღეს მოეწერა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2017-08-01 შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდა.