საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-07-09 პრემიერის კომენტარი

    საქართველო მიესალმება ტურისტებს ყველა ქვეყნიდან, მათ შორის, რა თქმა უნდა, ინდოეთიდან, ჩვენ არაერთ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ტურისტების რიცხვი გაიზარდოს, ყველა ქვეყანაში არსებობს იმიგრაციის და ნატურალიზაციის სამსახურები, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იღებენ უარის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

  • 2017-07-09 პრემიერის კომენტარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

    სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არ არის კონსტრუქციულად განწყობილი იმისკენ, რომ ჩვენ უფრო ფართო კონსენსუსს მივაღწიოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებების თემის კომენტირებისას განუცხადა.

  • 2017-07-09 პრემიერმა ყვარელში მეღვინეობა „ნელქარისი“ გახსნა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყვარელში "მეგობრების მარნის" მეღვინეობა „ნელქარისი" გახსნა, რომელიც ღვინის ქარხანას, მაღაზიას, მარანსა და რესტორანს აერთიანებს.

  • 2017-07-09 პრემიერის კომენტარი

    ოკუპაცია რომ არის ძალიან მძიმე პრობლემა, ამაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია. შემიძლია გითხრათ, რომ ვცდილობ, ემოციის გარეშე ვუყურო იმ ბრალდებებს, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენი ხელისუფლების მიმართულებით, მაგრამ ეს თანდათან უფრო და უფრო ძნელი ხდება.