საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-07-21 2017 წლის 21 ივლისის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 37 საკითხი განიხილა.

  • 2017-07-21 მთავრობის ინიციატივით ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდება

    საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდება, - მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს ცვლილებათა პროექტს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონში, რომელიც ლიტერატურის დარგში პროზის, პოეზიის და პუბლიცისტიკის უმნიშვნელოვანესი, ეროვნული აღიარების მქონე ნაწარმოებების ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიაზე წარდგენის შესაძლებლობას იძლევა.

  • 2017-07-21 ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია ენიჭება

    ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭება, - მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

  • 2017-07-21 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი ფართოვდება

    აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა იწყება, რომელიც ქუთაისის აეროპორტს ერთდროულად 6 რეისის მომსახურების საშუალებას მისცემს, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ტერმინალის გაფართოების პროექტი, რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში, რომელიც აეროპორტის ჭიშკრის წინ სარკინიგზო ბაქნის მშენებლობას ითვალისწინებს, ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, გაცილებით უფრო კომფორტულად და უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროს.

  • 2017-07-21 პრემიერი - მთის კანონი მნიშვნელოვანწილად შეცვლის ცხოვრების დონეს ჩვენს მთიან რეგიონებში

    მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას 37 სოფელი დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგები, ექიმები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები დამატებით შეღავათებს მიიღებენ.

  • 2017-07-21 პრემიერმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას წარმატებული უწოდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში 13-14 ივლისს, ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციას - „საქართველოს ევროპული გზა - თანამშრომლობა რეგიონული სტაბილურობისთვის" წარმატებულს უწოდებს და მისი ორგანიზებისთვის სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძეს მადლობას უხდის. 

  • 2017-07-21 გამოსამშვიდობებელი შეხვედრა იაპონიის ელჩთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტოშიო კაიტანისთან, რომელსაც საქართველოში მისიის ვადა ეწურება.