• 2017-07-15 ახალი ბანას სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

    სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა იწყება, - ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონიას, რომელიც სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეასრულა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.