• 2017-06-19 პრემიერი „ფერეროს“ სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო

    „ფერერო" საქართველოსათვის საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის არა ერთ-ერთი, არამედ, ალბათ ყველაზე ეფექტური მაგალითია; ეს არის კომპანია უდიდესი გამოცდილებით, რომელთა გამოცდილებისა და ტექნოლოგიის გაზიარება ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდა საქართველოსათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფერეროს სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

  • 2017-06-19 მიწის საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვები უცხოურ ინვესტიციებს ხელს არ შეუშლის

    გარკვეული შეზღუდვები, რომელსაც ჩვენ მიწის საკუთრებაზე ვაწესებთ, არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის პრობლემას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. 

  • 2017-06-19 პრემიერის კომენტარი კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით

    პატრიარქის განცხადება კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით, არის საკმაოდ საინტერესო და ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ამაზე მსჯელობა ძალიან დადებითი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. 

  • 2017-06-19 პრემიერის კომენტარი აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებაზე

    ჟურნალისტი მუხთარლის საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნებოდა სწორი.

  • 2017-06-19 მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა

    მაღალმთიანი დასახლებების ნუსხას  37 სოფელი დაემატება და მომავალი წლიდან შესაბამისი სოციალური შეღავათებით კიდევ 7000-მდე მოსახლე ისარგებლებს - 37 სოფლისთვის მთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შუამდგომლობა დღეს მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მოიწონა.

  • 2017-06-19 შეხვედრა ADB-ის წარმომადგენლებთან

    საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დადებითი ტენდენციები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის შონ ო სალივანის შეხვედრის მთავარი თემები.

  • 2017-06-19 ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ  ახალი ვებგვერდი აამოქმედა -DCFTA.GOV.GE-ზე თავმოყრილია სრული ინფორმაცია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ.

  • 2017-06-19 ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი TUM-თან თანამშრომლობით განვითარდება

    ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის აკადემიური განვითარების გეგმას, აკადემიურ და კვლევით პროგრამებს, მმართველობითი სტრუქტურებისა და განვითარების გეგმას მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) სპეციალისტები ქართულ მხარესთან ერთად შეიმუშავებენ, - თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო პროექტების განხორციელებისთვის დაფუძნებული ორგანიზაცია TUM International-ის მმართველმა დირექტორმა დანიელ გოტშალდმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.