საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-06-01 შეხვედრა ჩინელ ბიზნესმენებთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წამყვანი ჩინური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

  • 2017-06-01 2017 წლის 1 ივნისის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 25 საკითხი განიხილა. 

  • 2017-06-01 რა გაკეთდა ბავშვებისთვის 2013 წლიდან დღემდე

    უფასო სახელმძღვანელოები გადაეცა 500 000-მდე საჯარო და 4 000-მდე კერძო სკოლის მოსწავლეს. უფასო ტრანსპორტით სარგებლობს 1212 საჯარო სკოლის 66 070-ზე მეტი მოსწავლე...

  • 2017-06-01 ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შედის

    საქართველოში თვითმმართველობა აუცილებლად განვითარდება და კიდევ უფრო ჩაიშლება დაბალ მუნიციპალურ დონეებზე; ამას წინ არაფერი უდგას და სპეკულაციებს, რომლებსაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ვისმენდით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

  • 2017-06-01 ცვლილებები „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში

    საქართველოში თვითმმართველობა აუცილებლად განვითარდება და კიდევ უფრო ჩაიშლება დაბალ მუნიციპალურ დონეებზე; ამას წინ არაფერი უდგას და სპეკულაციებს, რომლებსაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ვისმენდით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

  • 2017-06-01 პრემიერ-მინისტრმა ქართველ მორაგბეებს წარმატებები უსურვა

    საქართველოში რაგბი არის ნამდვილად ნაციონალური თამაში, ის გახდა ეროვნული ღირსების სიმბოლო და მინდა, ყველა მორაგბეს მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, რომ ჩვენს ქვეყანაში ტარდება ესოდენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჩემპიონატი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში 31 მაისიდან იმართება.

  • 2017-06-01 ​ქართული აკრედიტაციის საერთაშორისო აღიარება​​

    ევროპული აკრედიტაციის (EA) გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარების შეთანხმებას (EA BLA)-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს და აკრედიტაციის ცენტრს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის.

  • 2017-06-01 პრემიერმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა

    ჩვენი სახელმწიფოს ზრუნვის საგანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი პირობები განვითარებისა და მათი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

  • 2017-06-01 პრემიერ-მინისტრის განცხადება აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყველას მოუწოდებს, აზერბაიჯანელი მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შეიკავონ.