საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-05-04 ახალი ღვინის პრეზენტაცია

    კომპანია "ქართველმა" საზოგადოებას ახალი ქართული ბრენდი - "მომღერალი ღვინო" წარუდგინა. ღვინის თითოეულ ბოთლზე დატანილი QR კოდის მეშვებობით, შესაძლებელია კომპანიის YOUTUBE არხზე გადასვლა, სადაც განთავსებულია ქართული კულტურისა და ტრადიციების ამსახველი ვიდეორგოლები.

  • 2017-05-04 შეხვედრა საკოორდინაციო ჯგუფთან

    პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ტექნიკური მხარდაჭერით შეხვდა 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების საკოორდინაციო ჯგუფს წევრებს.

  • 2017-05-04 ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო პირველი გამოფენის მასპინძელი იქნება

    2017 წლის ივლისის ბოლოდან, სამი თვის განმავლობაში, ახლადშექმნილ ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში საქართველო იქნება მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური ღონისძიებების პირველი ორგანიზატორი და მასპინძელი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

  • 2017-05-04 საქართველო აშშ–ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია

    ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერი მიმართვა მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის აშშ-ის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი.