-
2017-05-27 ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა
"ადაპტაცია მომავლისთვის"- ამ ლოზუნგით ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია (GLOBSEC) გაიხსნა. საერთაშორისო ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობს.
-
2017-05-27 27-28 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკას ეწვევა
გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს გლობალური უსაფრთხოების ფორუმში (GLOBSEC).
-
2017-05-27 პრემიერმა ფორუმის - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ მონაწილეებს მიმართა
ჩვენს დიასპორას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში და თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში; მჯერა, სწორედ თქვენთან ერთად, მთელ მსოფლიოში გაფანტულ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად შევძლებთ, ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის" მონაწილეებს.