-
2017-05-25 ICAO საქართველოს საავიაციო სფეროში უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის ზრდას მიესალმება
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს საავიაციო სფეროში უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმება, - ამის შესახებ ოლუმუივა ბენარდ ალიუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-05-25 მთავრობამ „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარადგინა. კანონპროექტის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის.
-
2017-05-25 26 მაისს გასამართი ღონისძიებების პროგრამა
წამოიყვანეთ მეგობრები, შვილები, ოჯახის წევრები და შეუერთდით საინტერესო და საზეიმო სანახაობას.
-
2017-05-25 გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობა მკაცრდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2017-05-25 საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტრების მე-15 საიუბილეო სესიას უმასპინძლებს
2018 წელს საქართველო ევროპის საბჭოს სპორტის მინისტრების საიუბილეო მე-15 მინისტერიალს უმასპინძლებს.
-
2017-05-25 პრემიერი „საქართველოს ბანკის“ მიერ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციების განთავსებას ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებად აფასებს
ჩვენი ქვეყნისა და საფინანსო სექტორის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ბანკის" მიერ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციების განთავსება.
-
2017-05-25 საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის საქართველოში ჩატარების ფაქტს გამოეხმაურა და მას უმნიშვნელოვანესი მოვლენა უწოდა.
-
2017-05-25 საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი
ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ვფიქრობთ, სწორედ ეს არის მიზანი, რისთვისაც ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2017-05-25 ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
-
2017-05-25 თბილისის შემოვლითი გზის და ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის პროექტირება იწყება
თბილისის შემოვლითი გზის 55-კილომეტრიანი მონაკვეთისა და ნატახტარი-ჟინვალის 28-კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება იწყება, - ალტერნატიული ჩქაროსნული მაგისტრალის შესახებ, რომელიც ქალაქს მნიშვნელოვნად განტვირთავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.