საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-05-23 პრემიერის გამოსვლა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს საიუბილეო კონფერენციაზე

    აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 2017-05-23 თურქეთის პრემიერ–მინისტრის ვიზიტი დასრულდა

    დასრულდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ბინალი ილდირიმი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.

  • 2017-05-23 საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია

    ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გულითადად მივესალმო ჩემს კოლეგას და მეგობარს, ბატონ ბინალი ილდირიმს და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას, რომელთა მასპინძლობის პატივი გვერგო დღეს თბილისში, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის ფორმატში.

  • 2017-05-23 მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა

    ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის და მეგობრული ურთიერთობების ნათელი დასტური - ამსიტყვებით შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის ფარგლებში გამართული დიალოგი და მას ურთიერთობების გაღრმავებისმიმართულებით, ორი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მიერ გამოხატული მკვეთრი პოზიცია უწოდა.

  • 2017-05-23 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქ კოლეგას პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგას, ბინალი ილდირიმს მთავრობის ადმინისტრაციაში, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. 

  • 2017-05-23 დახვედრის ოფიციალური ცერემონია

    საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნები. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.

  • 2017-05-23 პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    მწუხარებას გამოვთქვამ ინგლისში, მანჩესტერში მომხდარი ტრაგედიის გამო. ტერაქტს, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა.