-
2017-04-06 2017 წლის 6 აპრილის მთავრობის სხდომა
2017 წლის 6 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 29 საკითხი განიხილა.
-
2017-04-06 ზამთრის კურორტების განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციის მნიშვნელობა შეაფასა და მას ისტორიული ფორუმი უწოდა.
-
2017-04-06 ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე კვლევა იწყება
საქართველოს მთავრობა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
-
2017-04-06 „გაახარე შენი ბზა!“
საქართველოს მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, შეუერთდეს აქციას - „გაახარე შენი ბზა!" პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თხოვნით მიმართა საქართველოს მოსახლეობას, თავი შეიკავონ „წითელი ნუსხით" დაცული კოლხური ბზის მოჭრისგან და უკვე მოჭრილი ბზის ტოტები გამოიყენონ მის გასამრავლებლად.
-
2017-04-06 2017 წლის პირველ კვარტალში ღვინის ექსპორტი 85%-ით გაიზარდა
2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი დაახლოებით 85%-ით გაიზარდა, - დადებით სტატისტიკურ მაჩვენებლებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
-
2017-04-06 საქართველო ევროპის მნიშვნელოვანი პარტნიორია
მინდა, მოგილოცოთ „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების" გაფორმება, რადგან ამ შეთანხმებით ევროპა აღიარებს საქართველოს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპოლს შორის შეთანხმების ხელმოწერას.
-
2017-04-06 მომავალი წლიდან ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის აეროპორტის ჭიშკრის წინ გაჩერდება
ქუთაისში როგორც თვითმფრინავით, ისე მატარებლით ჩასულ მგზავრებს ერთმანეთთან საფეხმავლო ბილიკი დააკავშირებს, - ქუთაისის აეროპორტში სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების - სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია, პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.