საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-04-05 შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან

    პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფიო ჯაფარიძე მსოფლიო ბანკის გენდერის მიმართულების ხელმძღვანელს, კარინ გროუნს შეხვდა.

  • 2017-04-05 პრემიერმა ტალებ რიფაის ღირსების ორდენი გადასცა

    გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, - ჯილდო ტალებ რიფაის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე გადასცა.

  • 2017-04-05 თბილისში ახალი კლინიკა გაიხსნა

    სახელმწიფოს ხელშეწყობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე კლინიკა - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა. „გაგუას კლინიკის" გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

  • 2017-04-05 საქართველო UNWTO-ს ევროპისა და აზიის მთის კურორტების კონფერენციას მასპინძლობს

    საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციას მასპინძლობს, რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დელეგატი მონაწილეობს.