საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-04-26 საქართველო-რუმინეთის ურთიერთობა ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადადის

    საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე-  სტრატეგიული ურთიერთობების ხარისხში გადავიდა, - ამგვარად შეაჯამეს საქართველოსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრებმა ვიზიტის ფარგლებში დღეს გამართული მოლაპარაკებები.

  • 2017-04-26 შეხვედრა რუმინეთის პრეზიდენტთან

    ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანის შეხვდა. 

  • 2017-04-26 ერთობლივი ბრიფინგი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა სორინ გრინდეანუმ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და შეხვედრის შედეგებზე ისაუბრეს. 

  • 2017-04-26 გაფართოებული შეხვედრა

    საქართველოსა და რუმინეთის მთავრობები პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანზიტო და კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - ამის შესახებ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე აღინიშნა.

  • 2017-04-26 შეხვედრა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტი რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. სორინ გრინდეანუმ ქართველ კოლეგას ვიქტორიას სასახლეში უმასპინძლა.

  • 2017-04-26 დახვედრის ოფიციალური ცერემონია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთის რესპუბლიკაში დაიწყო.