• 2017-04-13 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

    ბატონი გივი იყო ჭეშმარიტად სახალხო არტისტი და ამასთან, იგი იყო მაგალითის მიმცემი მოქალაქე ბევრი ადამიანისთვის. გული მტკივა, რომ ძალიან მოულოდნელად წავიდა ის ამ ქვეყნიდან

  • 2017-04-13 2017 წლის 13 აპრილის მთავრობის სხდომა

    2017 წლის 13 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 25 საკითხი განიხილა.

  • 2017-04-13 „დარიალი ჰესი“ საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიაში შევა

    „დარიალი ჰესი" საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიაში შევა, - აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმართა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს არის უნიკალური და ძალიან საინტერესო მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს.

  • 2017-04-13 განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა.

  • 2017-04-13 მთავრობა „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგიას“ დაამტკიცებს

    მთავრობა დღევანდელ სხდომაზე „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგიას" დაამტკიცებს, - დოკუმენტის შესახებ, რომელიც სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით შემუშავდა, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

  • 2017-04-13 ინდოეთთან თანამშრომლობა აქტიურდება

    ინდოეთთან თანამშრომლობის გააქტიურება დამატებით დინამიკას მოუტანს საქართველოს ეკონომიკას და ჩვენ ძალიან სწრაფად გვმართებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

  • 2017-04-13 საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი პროგრამა დაამტკიცა

    საერთაშორისო სავალუტო ფონდმა  ახალი, 285 მლნ დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა - ახალი პროგრამის მნიშვნელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სავალუტო ფონდის პროგრამა  სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას.მთავრობის მეთაურმა გაწეული სამუშაოსთვის ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.

  • 2017-04-13 ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება

    მომავალი 3-4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება და ეს არის ჩვენი ქვეყნის ფიზიკური ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი 2500 ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას, რომელთა პრეზენტაცია გუშინ გაიმართა.