საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-03-08 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იტალიაში ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო-იტალიის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო.

  • 2017-03-08 შეხვედრა იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრთან

    საქართველოსა და იტალიას ეკონომიკურ თანამშრომლობის გაღრმავების უდიდესი პოტენციალი გააჩნია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იტალიის ეკონომიკური განვითარების მინისტრ კარლო კალენდას შეხვედრაზე აღინიშნა. მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

  • 2017-03-08 შეხვედრა იტალიის პრემიერ-მინისტრთან

    იტალიის პრემიერ-მინისტრი პაოლო ჯენტილონი რომში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ოფიციალური ცერემონიით დახვდა.

  • 2017-03-08 საქართველოს პრემიერ–მინისტრი იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

    2017 წლის 8 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იტალიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

  • 2017-03-08 შეხვედრა იტალიის სენატის პრეზიდენტთან

    იტალია საქართველოს აღიქვამს, როგორც ევროპული ოჯახის წევრს - ამის შესახებ იტალიის სენატის პრეზიდენტმა პიეტრო გრასომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, შეხვედრაზე განაცხადა.

  • 2017-03-08 შეხვედრა ნატო-ს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტთან

    ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის შეხვედრაზე აღინიშნა.

  • 2017-03-08 შეხვედრა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან

    საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის თარიღის მნიშვნელობასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანჯელინო ალფანომ რომში გამართულ შეხვედრაზე.

  • 2017-03-08 იტალია-საქართველოს ბიზნესფორუმი

    დაბალი ტარიფები, მსუბუქი საბაზრო რეგულაციები, ბაზრის ფიზიკური და ნორმატიული ხელმისაწვდომობა, ევროკავშირთან ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება, გეოსტრატეგიული მდებარეობა, მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო სისტემა და გზატკეცილები, ეკონომიკურ ზრდასა და ბიზნესის წახალისებაზე ორიენტირებული მიმდინარე რეფორმები - საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს იტალიელ ბიზნესმენებს გააცნო.