საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-03-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროკომისიის პრეზიდენტის ერთობლივი ბრიფინგი

    დღეს არის დიდი წარმატების დასაწყისი, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

  • 2017-03-28 ერთობლივი განცხადებები

    დღევანდელი დღე არ არის ჩვეულებრივი დღე. ეს არის განსაკუთრებული დღე როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. დღეს ძალაში შევიდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.

  • 2017-03-28 შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან

    ისტორიული დღე ევროკავშირისა და საქართველოსთვის-ასე შეაფასეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულება.

  • 2017-03-28 შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან

    ვიზალიბერალიზაციის ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ვიზიტით ევროპის პოლიტიკურ ცენტრს - ბრიუსელს ეწვია.

  • 2017-03-28 ათენის აკროპოლისში

    ათენში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სტუდენტებთან და მეცნიერებთან ერთად, ანტიკური არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი-ათენის აკროპოლისის კომპლექსი და პართენონის ტაძარი დაათვალიერა.

  • 2017-03-28 ერთობლივი განცხადებები

    დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის სივრცის ქვეყნებში, რაც ჩვენი ერთიანი ძალისხმევის შედეგია - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბერძენ კოლეგასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

  • 2017-03-28 შეხვედრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან

    "მოხარული ვარ, რომ საქართველოსათვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საბერძნეთი გმასპინძლობთ. გილოცავთ ვიზალიბერალიზაციას! დარწმუნებული ვარ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციით მიღებულ შესაძლებლობებს," - ამ სიტყვებით შეეგება საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ქართველ კოლეგას.

  • 2017-03-28 კონფერენცია „საქართველო - ევროპიდან ევროპამდე”

    "საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს ათენი წარმოადგენს. პირველი უვიზო მიმოსვლა, სიმბოლურად, ათენში განვახორციელეთ. ესაა ნაბიჯი საქართველოს ევროპაში დასაბრუნებლად - იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სულიერი დაბრუნება," - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართულ-ბერძნული კონფერენცია „საქართველო - ევროპიდან ევროპამდე," რომელიც ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა.

  • 2017-03-28 ევროპიდან ევროპისკენ - საქართველო ვიზალიბერალიზაციის გზაზე

    ევროპიდან ევროპისკენ - გზა, რომელიც საქართველომ წარმატებით გაიარა. დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ.

  • 2017-03-28 გალა-კონცერტი ევროპის მოედანზე

    სულ მალე ისტორიული გადაწყვეტილება ძალაში შევა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება.