საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-03-23 2017 წლის 23 მარტის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 34 საკითხი განიხილა.

  • 2017-03-23 პრემიერ-მინისტრის დავალება

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე მუნიციპალურ ტენდერებთან დაკავშირებით აღმოჩენილ დარღვევებს შეეხო.

  • 2017-03-23 ომალოში სასაზღვრო ვერტმფრენი იფრენს

    ომალოში კვირაში ერთხელ ვერტმფრენი იფრენს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სახმელეთო გზის ამოქმედებამდე, ომალოში მცხოვრები მოსახლეობა და მესაზღვრეები დანარჩენ საქართველოსთან კავშირის დამყარებას შეძლებენ სასაზღვრო ვერტმფრენის მეშვეობით, რომელიც კვირაში ერთ რეისს განახორციელებს.

  • 2017-03-23 სახელმწიფოს მხარდაჭერით კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება

    სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო იქმნება. 

  • 2017-03-23 პრემიერმა სამეგრელოში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სამინისტროს C ჰეპატიტის მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებისთვის მადლობას უხდის, - გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე C ჰეპატიტის მართვის თანამედროვე ცენტრის შესახებ ისაუბრა, რომელიც ზუგდიდში გუშინ გაიხსნა.

  • 2017-03-23 სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება

    შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით,  სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, მუშაობს საკითხზე, რომელიც სასაზღვრო სისტემაში სპეციალურ ცვლილებებს ითვალისწინებს.

  • 2017-03-23 ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდება

    ორთაჭალაში, ბიზნესსახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთავრობო ქალაქი აშენდება, - ერთიანი სამთავრობო სივრცე, რომელშიც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, მმართველობის რეფორმის ფარგლებში შეიქმნება.

  • 2017-03-23 ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის 4-ზოლიანი გზის პროექტირება იწყება

    რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის 42 კმ სიგრძის 4-ზოლიანი გზის მშენებლობის პროექტირება იწყება, რომელიც 90-მდე ხიდსა და 40-მდე გვირაბს მოიცავს, - მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების ყველაზე მოცულობითი კომპონენტის სივრცითი მოწყობის ფარგლებში განხორციელდება.

  • 2017-03-23 პრემიერ-მინისტრის მილოცვა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შვილის დაბადება მიულოცა.

  • 2017-03-23 28 მარტიდან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება

    28 მარტს სტუდენტებთან ერთად მივემგზავრები ჯერ ევროპული კულტურის უძველეს დედაქალაქში - ათენში, შემდეგ კი, ევროპის პოლიტიკურ ცენტრში - ბრიუსელში, რათა სპეციალური ღონისძიებით აღვნიშნოთ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება - ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

  • 2017-03-23 პრემიერ-მინისტრის განცხადება

    შეშფოთებული ვარ ლონდონის პარლამენტთან მომხდარი ტერაქტის გამო. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი ყოველთვის ვიდგებით ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით ამ უკიდურესი სისასტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

  • 2017-03-23 2017 წლის 23 მარტს, 09:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 34 საკითხი.