საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-03-22 მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მიმდინარეობს

    ფოთში მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება, - მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა. 

  • 2017-03-22 პრემიერი ახალგაზრდა გამომგონებლებს შეხვდა

    იაზროვნეთ არასტანდარტულად, ყოველთვის იფიქრეთ, რომ არ აირჩიოთ ჩვეულებრივი გზა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016-2017 წლების ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდა გამომგონებლებს, რომლებსაც დღეს ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში შეხვდა.

  • 2017-03-22 სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა

    851 024 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, - სუბლიმირებული ხილის საწარმოს - „გემუანი" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა.

  • 2017-03-22 ზუგდიდს მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

    ზუგდიდის მოსახლეობა მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, - წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან ერთად დაათვალიერა.

  • 2017-03-22 ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი გაიხსნა

    ზუგდიდში დღეიდან C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი ფუნქციონირებს, - თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და აშშ-ის ელჩ იან კელისთან ერთად გახსნა.