-
2017-02-25 კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა დაუდასტურეს
აშშ-ის კონგრესი მზად არის, განაგრძოს საქართველოს აქტიური მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიის განვითარებისა და ინსტიტუციების გაძლიერების, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს.
-
2017-02-25 პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო იუნკერთა ხსოვნას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
-
2017-02-25 მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე ეროვნული დროშა დაეშვა
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე ეროვნული დროშა დაეშვა.