საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2017-02-23 ოფიციალური ვახშამი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის სამთავრობო დელეგაციას, პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

  • 2017-02-23 პრემიერ–მინისტრების ერთობლივი განცხადებები

    საქართველო-სომხეთის ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში - ეს ის თემებია, რომლებიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილეს.

  • 2017-02-23 გაფართოებული ფორმატით შეხვედრა სომხეთის დელეგაციასთან

    ჩვენ სრული მზაობა გვაქვს იმისთვის, რომ გავააქტიუროთ სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობები, გავაღრმავოთ რეგიონული ინტეგრაცია და ვფიქრობთ, ეს იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის მომტანი ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან გაფართოებული ფორმატით შეხვედრისას განაცხადა.

  • 2017-02-23 საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა

    საქართველოსა და სომხეთს აქვთ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა და ჩვენი მომავალი ურთიერთობები ამ საუკეთესო ტრადიციებზე უნდა ავაშენოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

  • 2017-02-23 დახვედრის ოფიციალური ცერემონია

    სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, კარენ კარაპეტიანის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო.