-
2017-02-28 პრემიერი უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერას დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ხვალ, ევროპარლამენტში, საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება.
-
2017-02-27 ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის ვიზიტი დასრულდა
დასრულდა მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში.
-
2017-02-27 პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებები.
-
2017-02-27 შეხვედრა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან
მარტის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ისარგებლონ მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით შენგენის წევრ ქვეყნებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2017-02-26 გასეირნება ''ახალ ტფილისში''
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა დღეს განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე - "ახალ ტფილისში" გაისეირნეს.
-
2017-02-25 კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა დაუდასტურეს
აშშ-ის კონგრესი მზად არის, განაგრძოს საქართველოს აქტიური მხარდაჭერა, როგორც დემოკრატიის განვითარებისა და ინსტიტუციების გაძლიერების, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადეს.
-
2017-02-25 პრემიერ-მინისტრმა პატივი მიაგო იუნკერთა ხსოვნას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
-
2017-02-25 მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე ეროვნული დროშა დაეშვა
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე ეროვნული დროშა დაეშვა.
-
2017-02-24 სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა
კარენ კარაპეტიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილა.
-
2017-02-23 ოფიციალური ვახშამი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის სამთავრობო დელეგაციას, პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
-
2017-02-23 პრემიერ–მინისტრების ერთობლივი განცხადებები
საქართველო-სომხეთის ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში - ეს ის თემებია, რომლებიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილეს.
-
2017-02-23 გაფართოებული ფორმატით შეხვედრა სომხეთის დელეგაციასთან
ჩვენ სრული მზაობა გვაქვს იმისთვის, რომ გავააქტიუროთ სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო ურთიერთობები, გავაღრმავოთ რეგიონული ინტეგრაცია და ვფიქრობთ, ეს იქნება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის მომტანი ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან გაფართოებული ფორმატით შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-02-23 საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა
საქართველოსა და სომხეთს აქვთ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა და ჩვენი მომავალი ურთიერთობები ამ საუკეთესო ტრადიციებზე უნდა ავაშენოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-02-23 დახვედრის ოფიციალური ცერემონია
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, კარენ კარაპეტიანის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაიწყო.
-
2017-02-22 შეხვედრა საბერძნეთის ადმინისტრაციული რეფორმების მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საბერძნეთის ადმინისტრაციული რეფორმებისა და ელექტრონული მმართველობის მინისტრ ოლგა იეროვასილის შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების ძირითადი საკითხები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის შემადგენელ ნაწილზე - საჯარო მმართველობის რეფორმაზე, რაც გულისხმობს საზოგადოების სხვადასხვა წრეების ფართო ჩართულობას მმართველობის პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
-
2017-02-22 „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“- წლიური ანგარიში
ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის, ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი, რომელიც დიდი წარმატებით ხორციელდება საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს" საქმიანობის წლიურ ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2017-02-21 2017 წლის 21 თებერვლის მთავრობის სხდომა
2017 წლის 21 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 28 საკითხი განიხილა.
-
2017-02-21 ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე-პრემიერად დაინიშნა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ვიცე-პრემიერად დაინიშნა, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულების კოორდინაციას ჩაიბარებს, - მესამე ვიცე-პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
-
2017-02-21 პრემიერმა მიუნხენსა და შვეიცარიაში ვიზიტები შეაჯამა
დინამიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს აშშ-თან ურთიერთობაში, ძალიან პოზიტიურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან შეხვედრის შეფასებისას, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2017-02-20 გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 17-19 თებერვალს გაიმართა.
-
2017-02-19 შეხვედრა სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენტ მორიცში სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ჯან ფრანკო კასპერს შეხვდა.
-
2017-02-19 საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
საქართველო თურქეთისთვის უმნიშვნელოვანესი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ქართველ კოლეგა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-02-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფედერიკა მოგერინის შეხვდა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მიერ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიღწეულ პროგრესს განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს, - ამის შესახებ ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-02-18 დისკუსია „ევრაზიის გამყოფი ხაზები“
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა იყოს ევროპული ოჯახისა და ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი; ქვეყანა, რომელიც აშენებს სტაბილურ მომავალს, ყველა გამოწვევის მიუხედავად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა დისკუსიაზე, სახელწოდებით - „ევრაზიის გამყოფი ხაზები", რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
-
2017-02-18 საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში
საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდასაჭერად, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს მთავრობას 4,5 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოუყო.
-
2017-02-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერესს შეხვდა.
-
2017-02-18 პანელი - New Silk Road - Business Opportunities between Europe and Asia
პანელი - New Silk Road - Business Opportunities between Europe and Asia.
-
2017-02-18 პრემიერ-მინისტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას შეხვდა.
-
2017-02-18 პრემიერი სესიას - Transatlantic Relegations and the International Order დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაზე სესიას - Transatlantic Relegations and the International Order დაესწრო, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.
-
2017-02-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
-
2017-02-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ მოჰამედ აშრაფ-ღანის შეხვდა.
-
2017-02-17 მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის გახსნა
მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის გახსნა
-
2017-02-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა.
-
2017-02-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ მდივანს აჰმედ აბულღეითს შეხვდა.
-
2017-02-17 ესტონეთი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მხარდაჭერას უცხადებს
ესტონეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მზად არის, ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად დაეხმაროს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.
-
2017-02-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციის ფარგლებში, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა. საუბარი სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო.
-
2017-02-17 ტრეინინგი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემაზე
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნომ, სახალხო დამცველის ოფისსა და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან ერთად, ჩაატარა ორდღიანი ტრეინინგი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების თემაზე.
-
2017-02-16 ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის
მიმდინარე წლის 15-16 თებერვალს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვა და მისი ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში, კახეთის რეგიონში, კერძოდ კი თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი გაიმართა.
-
2017-02-16 გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 17-19 თებერვალს გაიმართება.
-
2017-02-16 პრემიერმა კათოლიკოს–პატრიარქი მოინახულა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში" მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა.
-
2017-02-14 შეხვედრა GCC-ის გენერალურ მდივანთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს, აბდულ ლატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანის შეხვდა.
-
2017-02-14 პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერს შეხვდა.
-
2017-02-13 პრემიერ-მინისტრის განცხადება
უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან; აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული - ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა.
-
2017-02-13 საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო
მუნიციპალიტეტებსა და სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო.
-
2017-02-09 მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან განათლების რეფორმის მიმართულებით ითანამშრომლებს
მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით ითანამშრომლებს, - მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიმართულება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მსოფლიო ბანკის განათლების გლობალური პრაქტიკის ხელმძღვანელის, კრისტიან აედოს დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო.
-
2017-02-09 2017 წლის 9 თებერვლის მთავრობის სხდომა
2017 წლის 9 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 38 საკითხი განიხილა
-
2017-02-09 პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება
მინდა, წარმატება ვუსურვო საზოგადოებრივ მაუწყებელს და გამოვთქვა იმედი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ მივიღებთ ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც იქნება ძალიან თანამედროვე, საინტერესო და მას დაეკისრება დიდი ფუნქცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
-
2017-02-08 სამუშაო შეხვედრა გუბერნატორებთან
რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების საქმიანობის კოორდინაცია და გუბერნატორების როლი მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტების ეფექტური განხორციელების პროცესში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და გუბერნატორების დღევანდელი სამუშაო შეხვედრის ძირითადი თემები.
-
2017-02-08 ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, პრაღაში მორიგი შეხვედრა გაიმართა
2017 წლის 7 თებერვალს, პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის, მორიგი შეხვედრა გაიმართა.
-
2017-02-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით
საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ ძალისხმევას, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის გაძლიერებითა და მათი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებით პასუხობს.
-
2017-02-06 შეხვედრა კანადის ელჩთან
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარა) კრისტოფერ კუტერს შეხვდა.
-
2017-02-03 პრემიერი ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს შეხვდა
საქართველო-ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლი და მისი ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა სებასტიან კურცმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.
-
2017-02-03 პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ მონაწილეობა მიიღო რეგიონულ კონფერენციაში
პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძემ მონაწილეობა მიიღო რეგიონულ კონფერენციაში „სოციალურად ინკლუზიური სოფლად განვითარება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში : ქმედება 2030 დღის წესრიგისათვის".
-
2017-02-03 შიდა ქართლის გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად - გუბერნატორად კახა სამხარაძე დაინიშნა.
-
2017-02-02 პრემიერ-მინისტრის განცხადება ევროპარლამენტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით
მოგესალმებით!მივესალმები ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და მთელი გულით ვულოცავ დღევანდელ დღეს - დღეს, როდესაც ევროპარლამენტმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით.
-
2017-02-02 ევროკავშირის ელჩმა პრემიერს ევროპარლამენტის მხარდაჭერა მიულოცა
თქვენ მოიპოვეთ ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ბირთვის უპირობო მხარდაჭერა, რაც დიდი წარმატებაა, - ამ სიტყვებით ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა მიულოცა.
-
2017-02-02 შეხვედრა IFC-ის წარმომადგენლებთან
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) დაინტერესებულია, გააფართოოს საქმიანობა საქართველოში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და IFC-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის, ტომაშ ტელმას შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2017-02-02 2017 წლის 2 თებერვლის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 29 საკითხი განიხილა
-
2017-02-02 დღეს ისტორიული დღეა – გიორგი კვირიკაშვილი
დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა - ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლებას.
-
2017-02-01 დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრა საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს
დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების აღმოფხვრა ინტენსიურად მიმდინარეობს. გზების გაწმენდისა და უხვი ნალექის გამო შექმნილი სირთულეების მოგვარების მიზნით, ყველა შესაბამისი უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
-
2017-02-01 შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.