-
2016-12-09 პრემიერმა ყაზახ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ყაზახ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს.
-
2016-12-09 2016 წლის 9 დეკემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა.
-
2016-12-09 პრემიერი - თუ ვინმე შეეხო ბავშვების რაციონს, მიიღეთ ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება
თუ ვინმემ ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია გაიგო ისე, რომ საბავშვო ბაღებში ბავშვებს რაციონი უნდა შევუმციროთ, ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, - ასე გამოეხმაურა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თელავში საბავშვო ბაღების სისტემაში კვების რაციონიდან მნიშვნელოვანი საკვების სახეობები ამოიღეს.
-
2016-12-09 თედო ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
თედო ჯაფარიძე საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თედო ჯაფარიძე ყველასთვის ცნობილი, უაღრესად გამოცდილი, უმაღლესი რანგის პროფესიონალია, რომლის მუშაობა გუნდში, საგარეო მიმართულებით საქართველოს უმნიშვნელოვანესი გეგმების განხორციელების საქმეში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
-
2016-12-09 პრემიერი შოთა რუსთაველის დღის დაწესების ინიციატივით გამოვიდა
კარგი იქნებოდა, დაგვეწესებინა შოთა რუსთაველის დღე, რომელიც ყოველწლიურად გახდებოდა პოეზიის, ჰუმანიზმის ზეიმი და კულტურული მიმართულებით საქართველოს წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2016-12-09 საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 195 დევნილ ოჯახს გადაეცემა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 195 დევნილ ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2016-12-09 მთავრობა ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას დაამტკიცებს
მთავრობა საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას დაამტკიცებს, - 2017-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო წარადგენს, გადამცემი ქსელების სისტემის ძალიან მნიშვნელოვან მოდერნიზებას ითვალისწინებს.
-
2016-12-09 თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიქალის ქვის და ხე-ტყის მიღების წესი მარტივდება
თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიქალის ქვის და ხე-ტყის მიღების წესი მარტივდება, - შესაბამისი ცვლილებების პაკეტს, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ მოამზადა, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
-
2016-12-09 პრემიერი საბანკო სექტორის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება
ევროკავშირთან საქართველოს პარტნიორობის ძალიან მაღალი დონის კიდევ ერთი დადასტურება - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის შეღავათიანი სასესხო ხელშეკრულებების გაფორმება, რომლებიც ჯამში 450 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.
-
2016-12-09 საქართველოში ჯანდაცვა საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული და უფრო ხარისხიანი გახდება
საქართველოში ჯანდაცვა საჭიროებებზე მეტად ორიენტირებული და უფრო ხარისხიანი გახდება, - მთავრობა ჯანდაცვის რეფორმების მეორე ეტაპს იწყებს.
-
2016-12-09 პრემიერი იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურა უახლოეს დროში დასრულდება
დიდი იმედი გვაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული მთლიანი პროცედურა უახლოეს დროში დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
-
2016-12-09 პრემიერი საქართველოს, UNESCO-ს მიერ, მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს, UNESCO-ს მიერ, მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის გაძლიერებული დაცვის სტატუსის მინიჭებას ულოცავს, - როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მსოფლიოში ამჟამად, ამგვარი სტატუსის მხოლოდ 10 ობიექტია.
-
2016-12-09 EIB საქართველოს 450 მილიონი ევროს დაფინანსებას გამოუყოფს
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარების მიზნით, 450 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, იან ვაპავუორის შეხვედრისას აღინიშნა.