-
2016-11-30 იუნესკომ ქართული ანბანის 3 სახეობა აღიარა
„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია.
-
2016-11-30 შეხვედრა ევროკომისართან კლიმატისა და ენერგო რესურსების საკითხებში
საქართველოს მთავრობის მეთაური კლიმატისა და ენერგო რესურსების საკითხებში ევროკომისარს, მიგელ არიას კანიეტეს შეხვდა.
-
2016-11-30 შეხვედრა ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსისთან
ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში გატარებული რეფორმები და საქართველოს მხრიდან მიგრაციის პოლიტიკის მოდერნიზების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის შეხვედრის მთავარი თემები.
-
2016-11-30 ანგელა მერკელი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევას ულოცავს
ანგელა მერკელი საქართველოს მთავრობის მეთაურს დასახული მიზნების განხორციელებაში წარმატებებს უსურვებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია, მომავალშიც ჰქონდეს გერმანიის მხარდაჭერის იმედი.
-
2016-11-30 შეხვედრა მანფრედ ვებერთან
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტში სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს, მანფრედ ვებერს შეხვდა.
-
2016-11-30 საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროპარლამენტის პრეზიდენტის ერთობლივი განცხადებები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის ერთობლივი განცხადებები მედიისთვის
-
2016-11-30 შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან
საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები, 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი და ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი - აღნიშნული თემების განსახილველად საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვია.
-
2016-11-30 საქართველოს მთავრობა ახალი რეფორმების გატარებას იწყებს
4 პუნქტიანი გეგმა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის
-
2016-11-29 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 30 ნოემბერს ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაში, რომელიც ბრიუსელში 2 დეკემბერს გაიმართება.
-
2016-11-29 პრემიერ-მინისტრის განცხადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადება
-
2016-11-29 2016 წლის 29 ნოემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილა.
-
2016-11-29 პრემიერის მიმართვა შს მინისტრს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, ავტომანქანების ციმციმებით მოძრაობის აღსაკვეთად, სპეციალური ზომები მიიღოს.
-
2016-11-29 სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო სახლი აშენდება
სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო-სასტუმრო სახლის მშენებლობა იწყება, - პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2016-11-28 პრემიერმა „ბადაგონს“ 10 წლის იუბილე მიულოცა
ქართული ღვინის ისტორიაში პირველად, ჩინეთის ბაზარზე "ბადაგონის" 5 მილიონი ბოთლი ღვინის რეალიზაცია განხორციელდება, - შესაბამისი მემორანდუმი, კომპანიასა და ჩინურ კორპორაციას - Wenzhou Bydoway Import & Export Co-ს შორის დღეს, სოფელ ხოდაშენში, "ბადაგონის" ღვინის ქარხანაში გაფორმდა.
-
2016-11-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №417
დ. ჯალაღანიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ
-
2016-11-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №418
დ. დონდუას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ
-
2016-11-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №416
ზ. გონაძის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ
-
2016-11-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №415
ხ.თოთლაძის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ
-
2016-11-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №414
ვ. მახარობლიშვილის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ
-
2016-11-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №413
დ. ზალკალიანის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშვნის შესახებ
-
2016-11-28 პრემიერ-მინისტრმა მინისტრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა.
-
2016-11-27 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №378
კ. კალაძის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნისა და ვიცე-პრემიერის მოვალეობის დაკისრების შესახებ
-
2016-11-26 პრემიერ-მინისტრის დასკვნითი სიტყვა პარლამენტის სხდომაზე
ყველას დიდ მადლობას გიხდით ამ ძალიან შრომატევადი, ენერგოტევადი რამდენიმე დღისთვის. მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა საკუთარ თავზე, რომ სხვამ არ თქვას და შემდეგ დითირამბებში არ ჩაითვალოს. არ მიყვარს პერსონალური სადღეგრძელოები, გავდივარ ხოლმე სუფრიდან, როცა ასეთი რამ ხდება.
-
2016-11-26 პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა
110 ხმით საქართველოს პარლამენტმა მთავრობას, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით და სამთავრობო პროგრამას - "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა", ნდობა გამოუცხადა.
-
2016-11-26 გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლა პარლამენტში
მოგესალმებით,პატივცემულო დეპუტატებო, მოგესალმებით პატივცემულო თავმჯდომარევ, მთავრობის წევრობის კანდიდატებო,...
-
2016-11-25 სამთავრობო პროგრამა 2016-2020
„თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა “
-
2016-11-25 შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მთავრობის ახალი პროგრამა და დაგეგმილი რეფორმების პრიორიტეტები გააცნო. მან „ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ამომრჩეველთა მიერ გამოცხადებული მაღალი ნდობის გამართლება უსურვა და აღნიშნა, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას წინ აქვს ბევრი სამუშაო ამბიციური გეგმების განსახორციელებლად.
-
2016-11-25 პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს უპასუხა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა, რომელიც სავალუტო ფონდის მონაცემებსა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხებოდა.
-
2016-11-25 შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობასთან
მთავრობის ოთხპუნქტიანი განვითარების ეკონომიკური გეგმა, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გადასადგმელი ნაბიჯები, ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისა და ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების გეგმები იყო მთავარი თემები, რომლებზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას ისაუბრა.
-
2016-11-25 პრემიერ-მინისტრის კომენტარი
ვიქტორ დოლიძის განცხადება არის ძალიან შორს სიმართლისგან, რაც ვფიქრობ, ემოციებისგან მოუვიდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებები არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს.
-
2016-11-25 გიორგი კვირიკაშვილი - ყველა სიტყვა ჩემს დღევანდელ გამოსვლაში, პირველ რიგში ეხებოდა აფხაზეთს და სამაჩაბლოს
მინდა, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ყველა სიტყვა, რომელიც დღევანდელი გამოსვლისას ვთქვი, პირველ რიგში ეხებოდა აფხაზეთს, ცხინვალის რეგიონს - სამაჩაბლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან" შეხვედრისას განაცხადა.
-
2016-11-25 საქართველოს მთავრობის განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს საქართველოს მთავრობამ გააკეთა შემდეგი განცხადება:
-
2016-11-25 შეხვედრა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრებს სამთავრობო პროგრამა გააცნო და მომავალი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გამოსვლის დასაწყისში გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქციის წარმომადგენლებს პარლამენტის წევრობა მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა საპარლამენტო საქმიანობაში.
-
2016-11-24 შეხვედრა სერ ალან დუნკანთან
"უორდროპის დიალოგი", რომელიც ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების ფართო სპექტრს მოიცავს, პარტნიორობის ახალ ფორმატზე გადავიდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს, ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ სერ ალან დუნკანის შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2016-11-22 მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს გადაეგზავნა
საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 2016-2020 - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრები დღეს წარადგინა.
-
2016-11-22 მომავალი მინისტრთა კაბინეტის წევრების წარდგენა
მოგესალმებით, მოგეხსენებათ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მოსახლეობის მხრიდან მაღალი მხარდაჭერა მიიღო და უმრავლესობით დააკომპლექტა მე-9 მოწვევის პარლამენტი.
-
2016-11-22 ინვესტორის დღე
ჩვენ მიზნად ვისახავთ საქართველოში უფრო მაღალი ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას და ამავდროულად, ვცდილობთ, ვიყოთ გაცილებით უფრო მოქნილები, ვიდრე ტიპიური ევროპული ქვეყანაა ლიბერალური ვაჭრობისა და რეგულაციების სიმძიმის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ინვესტორის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-
2016-11-22 საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია
„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" - ამ სახელწოდების ყოველწლიური კონფერენცია, რომლის ჩატარებას საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს, თბილისში დღეს გაიხსნა.
-
2016-11-21 პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს წარადგენს
22 ნოემბერს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს წარადგენს.
-
2016-11-21 ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო.
-
2016-11-21 საქართველოს აშშ-დან მცირე და საშუალო მეწარმეები ეწვევიან
საქართველოს, მომავალ წელს, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მცირე და საშუალო მეწარმეების ჯგუფი ეწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი კვირიკაშვილისა და ამერიკული საინვესტიციო კომპანია Schulze Global Investments-ის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, გაბრიელ შულცის შეხვედრისას აღინიშნა.
-
2016-11-21 შეხვედრა ბრიჯიტ ბრინკთან
ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება; საქართველოს გააჩნია მაღალი, ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ, გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
-
2016-11-20 შეხვედრა მელანი ვერვეერთან
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე გენდერულ საკითხებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს, მელანი ვერვეერს შეხვდა.
-
2016-11-20 პრესსამსახურის განცხადება
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
-
2016-11-19 ოზურგეთში ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
30 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, - შპს „ასკანგელ ალიანსის" ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელი საწარმო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გახსნა.
-
2016-11-19 ჩოხატაურში ხელოვნების სასახლე გაიხსნა
ჩოხატაურს ხელოვნების ახალი სასახლე აქვს, - 2,5 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტი, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო, ძირითადად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
-
2016-11-18 შეხვედრა პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარესთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
-
2016-11-18 ჩვენი მიზანი იქნება, პარლამენტში იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი
ჩვენი მიზანი იქნება, პარლამენტში იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი, აზრთა ჭიდილი, არგუმენტების მოსმენა, გაზიარებაც და, მთლიანად, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ჩართულობა იმ პროცესებში, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
-
2016-11-18 გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პრემიერმა ზაზა თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
-
2016-11-17 პრემიერმა ჩინეთის საელჩოს მრჩეველს სიგელი გადასცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველს სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში, ლიუ ბოს, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური სიგელი გადასცა.
-
2016-11-17 2016 წლის 17 ნოემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილა.
-
2016-11-17 პრემიერ–მინისტრმა გელა დუმბაძის საქმიანობა შეაფასა
მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გელა დუმბაძეს გაწეული მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის მადლობას გადაუხადა და დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებაზე ისაუბრა.
-
2016-11-17 მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრის განცხადება
დღეს, მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, არის ბოლო მთავრობის სხდომა. მინდა, რამდენიმე სიტყვით მიმოვიხილოთ განვლილი ოთხი წელი,რომელიც ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, ვაკეთეთ საქმე, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას,რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის.
-
2016-11-17 ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას ქართველი ოფიცრები უძღვებიან
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) პირველად, ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას მასპინძლობს, - სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელსაც ქართველი ოფიცრები უძღვებიან, კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვის, კოორდინირებისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას ემსახურება.
-
2016-11-16 საზეიმო მიღება საქართველოს პარლამენტში
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, საკანონმდებლო ხელისუფლების უწყვეტობისა და მემკვიდრეობითობის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.
-
2016-11-15 პირის, ოჯახში ძალადობის აღვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პირის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა გაიმართა.
-
2016-11-15 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება
საქართველოს მთვრობამ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში არის ეროვნული ვალუტის მცურავი კურსი, რომლის ცვლილებები დამოკიდებულია საშინაო და საგარეო მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე და მოლოდინებზე.
-
2016-11-14 ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის წარდგენა
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტზე საქართველოს საკუთარი კანდიდატი ეყოლება - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე, 2018-2021 წლების ვადით, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
-
2016-11-14 საქართველოში მეწარმეობის კვირეული იმართება
მეწარმეობის პოპულარიზაციისა და სამეწარმეო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებისკენ მიმართული კიდევ ერთი ინიციატივა - საქართველო, მსოფლიოს 160 ქვეყანასთან ერთად, გლობალური მეწარმეობის კვირეულს მასპინძლობს.
-
2016-11-13 სარაჯიშვილების სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია დასრულდა
სოფელ ბაკურციხეში სარაჯიშვილების სახლ-მუზეუმს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და სამუზეუმო კომპლექსს ახალი, 12-ნომრიანი სასტუმრო შეემატა.
-
2016-11-13 სოფელ გრემში ახალი საწარმო გაიხსნა
„ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო - „სარაჯიშვილი დისტილერი" გაიხსნა. სოფელ გრემში მდებარე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპირტსახდელი საწარმო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა.
-
2016-11-13 13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კახეთს ეწვევა
გიორგი კვირიკაშვილი სოფელ ბაკურციხეში დავით სარაჯიშვილის რესტავრირებულ სახლ-მუზეუმს დაათვალიერებს და ახლადაშენებული სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონიას დაესწრება, რომელიც 14:00 საათზე გაიმართება.
-
2016-11-11 გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა
11 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
-
2016-11-11 შეხვედრა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელთან
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 48-ე ადგილზე მყოფი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს-ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2016-11-11 შეხვედრა ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების საკოორდინაციო ჯგუფთან
პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში , სოფო ჯაფარიძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ტექნიკური მხარდაჭერით შეხვდა 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების საკოორდინაციო ჯგუფს წევრებს.
-
2016-11-11 2016 წლის 11 ნოემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 21 საკითხი განიხილა.
-
2016-11-10 BASF-ი საქართველოში რეგიონულ ოფისს ხსნის
საქართველოში ქიმიური პროდუქციის წარმოების სფეროში მსოფლიო ლიდერი - BASF-ი შემოდის, - კომპანიის რეგიონული ოფისის საქართველოში გახსნასთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2016-11-10 შეხვედრა ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრთან
საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა ღრმავდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრ აშოკ გაჯაპათი რაჯუს შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2016-11-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, განაგრძოს თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან.
-
2016-11-08 შეიხმა ნაჰიანმა გიორგი კვირიკაშვილს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა
არაბთა გაერთიანებული საემიროების კულტურისა და ცოდნის განვითარების მინისტრმა, შეიხმა ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.
-
2016-11-07 შეხვედრა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან
2017 წლის იანვარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკას ეწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის, პაოლო ჯენტილონის შეხვედრაზე აღინიშნა.
-
2016-11-07 გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს
ჩვენ მხარს დავუჭერთ ამერიკელი ხალხის არჩევანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კომენტირებისას განაცხადა.
-
2016-11-07 საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი იქნება
ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩრდილოატლანტიკურ ოჯახთან ერთად, შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილი ვიქნებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
-
2016-11-07 პრემიერი თავდაცვის მინისტრს უწყების რეფორმის პროცესში მხარს უჭერს
ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი სამხედრო მმართველობით სისტემაში და ჩვენი თავდაცვის სისტემა მოსაყვანი გვყავს დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის საქმიანობის 100 დღის ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
-
2016-11-07 სამთავრობო ცვლილებების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი
ძალოვანი მინისტრების ცვლილებები არ იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
-
2016-11-07 შეხვედრა გენერალ ჯონ ნიკოლსონთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიისა" და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ძალების სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა.
-
2016-11-06 პრემიერმა ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კამპუსი გახსნა
4 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ნაბიჯი, რეგიონში საქართველოს უმაღლესი განათლების ცენტრად ჩამოყალიბების მიმართულებით - რუსთავში დღეს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კამპუსი გაიხსნა.
-
2016-11-05 გიორგი კვირიკაშვილსა და ჯოზეფ ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
4 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
-
2016-11-04 პრემიერმა ქართველ დიპლომატებს დიპლომატის დღე მიულოცა
ის, რომ საქართველოში დღეს მშვიდობიანი ვითარებაა და ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულებაა, - ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ დიპლომატებს დიპლომატის დღე მიულოცა.
-
2016-11-04 შეხვედრა Microsoft-ის გენერალურ მენეჯერთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპანია Microsoft-ის გენერალურ მენეჯერს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მაიკლ კოგელერს შეხვდა.
-
2016-11-04 საქართველოსა და სომხეთს შორის „მეგობრობის ხიდი“ აშენდება
საქართველოსა და სომხეთს შორის "მეგობრობის ხიდის" მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება, - ახალი ხიდის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა დაათვალიერეს.
-
2016-11-04 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა
პირისპირ შეხვედრა, "ბაგრატაშენის" ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის ცერემონიის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სომხეთის პრეზიდენტი დაესწრნენ.
-
2016-11-03 საზეიმო მიღება ბრიტანეთის საელჩოში
დედოფალ ელისაბედის განკარგულებით, "ქართული ოცნების" წევრს, სოფიკო ქაცარავას დიდი ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენი (MBE) გადაეცა - ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიას, რომელიც დღეს დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
-
2016-11-03 შეხვედრა სენტ კიტსის და ნევისის ფედერაციის პრემიერ-მინისტრთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს, ტიმოთი სილვესტერ ჰარრისს შეხვდა. საუბარი შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე, მათ შორის გაეროს ფარგლებში.
-
2016-11-03 2016 წლის 3 ნოემბრის მთავრობის სხდომა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილა.
-
2016-11-02 2016 წლის 3 ნოემბერს, 09:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება.