საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-10-24 შეხვედრა კომპანია „გილეადის“ ვიცე-პრეზიდენტთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკული კომპანია „გილეადის" ვიცე-პრეზიდენტს, გრეგ ალტონს შეხვდა, რომელიც თბილისს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა.

  • 2016-10-24 შეხვედრა გერმანიის ელჩთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰაიკე ფაიჩთან შეხვედრა გამართა.

  • 2016-10-24 გამოსამშვიდობებელი შეხვედრა პოლონეთის ელჩთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის ელჩს საქართველოში, ანჟეი ჩიეშკოვსკის შეხვდა, რომელსაც მისიის ვადა ეწურება.

  • 2016-10-24 შეხვედრა BP-ის რეგიონულ პრეზიდენტთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია BP-ის რეგიონულ პრეზიდენტთან აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, გორდონ ბირელთან.