-
2016-09-28 2016 წლის 29 სექტემბერს, 09:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 38 საკითხი
-
2016-09-28 პრემიერ-მინისტრმა გორში რეაბილიტირებული სკოლა გახსნა
700 მოსწავლე გორში, სწავლას თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში განაგრძობს, - გორის რეაბილიტირებული #5 საჯარო სკოლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან, აშშ-ის ელჩ იან კელისთან და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნენსი ლისთან ერთად გახსნა.
-
2016-09-28 ბათუმში სასტუმრო „ეიფორია“ გაიხსნა
ბათუმს ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ეიფორია ბათუმი" შეემატა. სასტუმროს გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა.
-
2016-09-28 საქართველოში ბუნებრივი გაზის მემილიონე აბონენტი გამოვლინდა
საქართველოში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს მიაღწია. მემილიონე მომხმარებელი აჭარის რეგიონში მცხოვრები მამუკა მახარაძის ოჯახი აღმოჩნდა. აბონენტის ქსელზე მიერთება დღეს სოფელ ხუცუბანში საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, კომპანია „სოკარის" პრეზიდენტთან, როვნაგ აბდულაევთან ერთად დაესწრო.
-
2016-09-28 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ისრაელის ყოფილი პრემიერ მინისტრისა და პრეზიდენტის, შიმონ პერესის გარდაცვალების გამო.
-
2016-09-28 საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციები იწყება
საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციები იწყება, - მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ბაზაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გახსნა.