საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-09-16 პრემიერ-მინისტრი GEM FEST 2017-ის პრეზენტაციას დაესწრო

    დარწმუნებული ვარ, 2017 წლის GEM FEST-ი იქნება გარდამტეხი, ანაკლიის საკურორტო ზონის ჩამოყალიბებაში და ერთი ახალი, ძალიან მძლავრი, სერიოზული კურორტი შეიქმნება საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა GEM FEST 2017-ის პრეზენტაციაზე განაცხადა.

  • 2016-09-16 კახეთის გუბერნატორის პოსტს ირაკლი ქადაგიშვილი იკავებს

    კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პოსტს ირაკლი ქადაგიშვილი იკავებს - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს დღეს კახეთის ახალი გუბერნატორი წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ირაკლი ქადაგიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

  • 2016-09-16 2016 წლის 16 სექტემბრის მთავრობის სხდომა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 28  საკითხი განიხილა.

  • 2016-09-16 პრემიერ–მინისტრის მილოცვა დავით სერგეენკოს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად არჩევა მიულოცა.

  • 2016-09-16 პრემიერ-მინისტრი პატიმრობის კოდექსში ცვლილებების პაკეტს თვისობრივ ცვლილებად აფასებს

    თვისობრივი ცვლილება სასჯელაღსრულების და პრობაციის სისტემაში ადამიანის უფლებების დაცვის დონისა და საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პატიმრობის კოდექსსა და მის თანამდევ კანონებში ცვლილებების პაკეტი, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა.

  • 2016-09-16 ეკონომიკური თავისუფლების მხრივ საქართველო მე-5 ადგილზეა

    საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია ფრეზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) კვლევის 2016 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის, ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, საქართველო პირველად არის მე-5 ადგილზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

  • 2016-09-16 საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 107 დევნილ ოჯახს გადაეცემა

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 107 დევნილ ოჯახს გადაეცემა, - განკარგულებას მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

  • 2016-09-16 „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმო იქმნება

    სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ 2 ახალი საწარმო იქმნება, - როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არქევანში მინერალური პროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება, რისთვისაც სახელმწიფო კომპანიას, სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში 10 650 კვმ მიწის ნაკვეთს გადასცემს. კომპანია 10-მდე ადამიანს დაასაქმებს.

  • 2016-09-16 სივრცითი მოწყობის პროექტი ქვეყანაში 5 მილიარდი აშშ დოლარამდე ინვესტირებას გულისხმობს

    საქართველოს სივრცითი მოწყობის პროექტი, რომელიც მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ქვეყანაში დამატებით, დაახლოებით 5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გულისხმობს.

  • 2016-09-16 პრემიერ–მინისტრის მილოცვა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და მათ წარმატებები უსურვა.

  • 2016-09-16 შეხვედრა ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისიის წარმომადგენლებთან

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისიის წარმომადგენლებს, სანდრა კალნიეტეს (ლატვია, EPP) და ანდრეი გრჟიბმას (პოლონეთი, EPP) შეხვდა.

  • 2016-09-16 პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრის გახსნა

    თბილისში პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრი - „სილიკონ ველი თბილისი" გაიხსნა, რომელიც IT აკადემიას, ბიზნეს და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, სკოლას, ლაბორატორიულ და კვლევით ცენტრებს, ტექნოლოგიურ ინკუბატორებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.

  • 2016-09-16 2016 წლის 16 სექტემბერს, 16:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 27 საკითხი

  • 2016-09-16 ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაცია

    საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელები - ქვეყნის ხერხემალი, რომელიც ყველა რეგიონს გააძლიერებს და მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან; გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისთვის, ცხოვრებისა და გადაადგილებისთვის, - ამ ყველაფერს ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტი ითვალისწინებს.

  • 2016-09-16 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1885

    ი. ქადაგიშვილის საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტები და ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი) სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ