საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-09-01 ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მადლობის წერილი

    გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის თბილისში ვიზიტის დროს გამოჩენილი მასპინძლობისთვის, რასაც ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გამოხატულებად აფასებს. 

  • 2016-09-01 „სტარტაპ საქართველო“ არის პროექტი, რომელიც საქართველოს შეცვლის

    ის, რომ თქვენი გამარჯვების სიმბოლო არის ფილმ „შერეკილების" ძალიან ცნობილი საფრენი აპარატი, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ არც ერთი იდეის არ უნდა შეგეშინდეთ, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამა „სტარტაპ საქართველოს" ინოვაციური კომპონენტის 36 გამარჯვებულს, რომლებიც დღეს დაჯილდოვდნენ.

  • 2016-09-01 ბელარუსის ეროვნული გამოფენა

    თბილისში ბელარუსის რესპუბლიკის პირველი მასშტაბური ეროვნული გამოფენა გაიხსნა, სადაც ბელარუსის 150 მსხვილი კომპანიის პროდუქციასთან ერთად, ქართულ-ბელარუსული საწარმოს მიერ აწყობილი ტრაქტორებია წარმოდგენილი. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი დაესწრნენ.

  • 2016-09-01 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ უცხადებს სამძიმარს ზღვაში დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების წევრებს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯარისკაცების ძებნა თურქულმა მხარემ შეაჩერა, რადგან მათ ამოწურეს შესაძლებლობები, თუმცა, ადგილობრივი ძალებით, ძიება კვლავ გაგრძელდება.

  • 2016-09-01 ნინო კობახიძე პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

    პოლონეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, პოლიტიკის ანალიზის დეპარტამენტის ჩამოყალიბების პროცესში, საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს, - ამის შესახებ პოლონეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიუს ჰალადიმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, ნინო კობახიძესთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

  • 2016-09-01 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 31 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

  • 2016-09-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1787

    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • 2016-09-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1782

    საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ

  • 2016-09-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1777

    „საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების" ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის თაობაზე

  • 2016-09-01 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №282

    „საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების" ტექსტის მიღების მიზნით მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე