საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-08-07 ახალი სასტუმროს მშენებლობა შაორზე

    სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტის - „უმასპინძლე საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით, რაჭაში, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სასტუმრო შენდება.

  • 2016-08-07 ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წელი გავიდა

    ქართული ხუროთმოძღვრების შედევრის ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვა-ლოცვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.