საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-08-26 პრემიერ-მინისტრის მადლობა ოლიმპიელებს

    მთელი საქართველო ამაყობს თითოეული თქვენგანით; ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს, რომლებსაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცა.

  • 2016-08-26 ონიჭალა –გუგუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა - მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. აღნიშნული გზა ქვემო ქართლის რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას თბილისთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.

  • 2016-08-26 სტარტაპ საქართველოს ფარგლებში 20 ბიზნესიდეა დაფინანსდა

     პროგრამა ,,სტარტაპ საქართველო" საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება. პროექტს ახორციელებენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საპარტნიორო ფონდი.

  • 2016-08-26 შეხვედრა ჩინური კორპორაციების წარმომადგენლებთან

    უმსხვილესი ჩინური კორპორაციები საქართველოს სამშენებლო სექტორით, ქართული ღვინით და ტურიზმის სფეროში ინვესტირებით დაინტერესდნენ - ამის შესახებ აღინიშნა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტ, მი ენჰუასთან და სხვა ჩინური კორპორაციების წარმომადგენლებთან გამართა.

  • 2016-08-26 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1765

    „საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის პროექტის ,,მოწყვლადი იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ - ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით" განხორციელების შესახებ" შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე

  • 2016-08-26 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1763

    „უკრაინის მინისტრთა კაბინეტსა და საქართველოს მთავრობას შორის უკრაინისა და საქართველოს ნავსადგურების გავლით პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზების შესახებ" შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე

  • 2016-08-26 ოლიმპიადიდან დაბრუნებული ქართველი სპორტსმენების შეხვედრის ღონისძიება დღეს 20:00 საათზე, ლისის ტბაზე გაიმართება

  • 2016-08-26 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №273

    თ. ლომთაძისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დაკისრების შესახებ

  • 2016-08-26 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №272

    მ. ჩიტაშვილისათვის „საქართველოსა და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს შორის საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის საქართველოს რეგიონული განყოფილების განთავსების პირობების შესახებ" შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

  • 2016-08-26 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №271

    დ. ქუმსიშვილისათვის „უკრაინის მინისტრთა კაბინეტსა და საქართველოს მთავრობას შორის უკრაინისა და საქართველოს ნავსადგურების გავლით პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზების შესახებ" შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე