საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-08-01 ახალი მინისტრების წარდგენა

    თავდაცვის მინისტრის პოსტი ლევან იზორიამ დაიკავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კი ქეთევან ციხელაშვილი გახდა - ახალი მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

  • 2016-08-01 დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგს გამართავს

  • 2016-08-01 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

    ჩვენ შეშფოთებული და დამწუხრებული ვართ ერევანში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით და მივესალმებით მშვიდობიანი გზით ვითარების დარეგულირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანთან შეხვედრისას განაცხადა.

  • 2016-08-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1560

    შპს „საქართველოს მელიორაციის" კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №216 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2016-08-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1559

    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • 2016-08-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1558

    საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • 2016-08-01 საქართველოს მთავრობის განკარგულება N1557

    „2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №830 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე