-
2016-07-09 პრემიერი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში იმყოფებოდა, სადაც, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა.
-
2016-07-09 პრემიერ-მინისტრმა მდინარე აბაშაში დაღუპული მიხეილ ბერიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მდინარე აბაშაში დაღუპული 18 წლის მიხეილ ბერიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
-
2016-07-09 პრემიერი სტიქიით დაზარალებულ სამეგრელოს რეგიონში იმყოფება
სამეგრელოს რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღდგება,- შესაბამისი დავალება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან შონიას მისცა.
-
2016-07-09 პრემიერი სტიქიით დაზარალებულ იმერეთის რეგიონში იმყოფება
მთავრობის მეთაური ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში, ჩავიდა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე სულორმა ხიდი წაიღო. პრემიერმა, აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ხურციძისგან მიიღო. პრემიერმა შესაბამის სამსახურებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა.
-
2016-07-09 სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადება
დასავლეთ საქართველოში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ სტიქიურ პროცესებზე ოპერატიული და კოორდინირებული რეაგირება ხორციელდება. სტიქიის ადგილებზე მობილიზებულია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები.
-
2016-07-09 პრემიერის დავალებით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტიქიით დაზარალებული იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ჩავა.
-
2016-07-09 გიორგი კვირიკაშვილმა მხარდამჭერი რეზოლუციისთვის სენატორებს მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ამერიკელ სენატორებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.