საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-07-26 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

    2016 წლის 26 ივლისს საოკუპაციო ხაზზე, გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მცხოვრების უკანონო დაკავების მცდელობას.

  • 2016-07-26 პრემიერ-მინისტრმა „ამბასადორიალი 2016“-ის მონაწილეებს მიმართა

    ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო ვითარებაზე ადაპტირებადი დიპლომატია გახლავთ; ის, რომ დღეს საქართველოში მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობებია, ქვეყანა განუხრელად მიუყვება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას და ახორციელებს მნიშვნელოვან დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს, რა თქმა უნდა, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ერთ-ერთი გამოხატულებაა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ამბასადორიალი 2016"-ის მონაწილეებს.