საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-07-19 ერთობლივი პრესკონფერენცია

    პრემიერ-მინისტრის სახით, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას თურქეთის სახელმწიფოსა და თურქი ხალხის მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • 2016-07-19 ხელმოწერის ცერემონია

    საქართველოსა და თურქეთის მთავრობები მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ - შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მოაწერეს. 

  • 2016-07-19 მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა

    საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართოვდება - ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით, დღეს ანკარაში საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.

  • 2016-07-19 შეხვედრა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან

    ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის შეხვედრის მთავარი თემები. 

  • 2016-07-19 დახვედრის ოფიციალური ცერემონია

    ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს თურქი კოლეგა ბინალი ილდირიმი ოფიციალური ცერემონიით დახვდა.

  • 2016-07-19 შეხვედრა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან

    თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ისმაილ ქაჰრამანს შეხვდა.

  • 2016-07-19 პრემიერ-მინისტრი ათათურქის მავზოლეუმში

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. შეხვედრების დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის საფლავი გვირგვინით შეამკო. 

  • 2016-07-19 პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ანკარაში დაიწყო

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციას თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აჰმეთ არსლანი დახვდა.