საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-05-26 დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოში სტუმრად მყოფი დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს დაესწრო. 

  • 2016-05-26 საზეიმო მიღება

    საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საზეიმო მიღება გამართა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ეროვნული დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა მთელს საქართველოს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს და საერთაშორისო მისიების მონაწილე ჯარისკაცებს.

  • 2016-05-26 საქართველო აღნიშნავს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სტატია Newsweek-ში.

  • 2016-05-26 „დროის კაფსულის“ ჩადების საზეიმო ცერემონია

    როგორი არის საქართველო 2016 წელს და როგორი წარმოგვიდგენია ის მომავალში - საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების გზავნილები მომავალში, ე.წ. დროის კაფსულა დღეს საზეიმო ვითარებაში ჩაიდო და იგი 2041 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 50 წლისთავზე გაიხსნება.

  • 2016-05-26 ფიცის დადების საზეიმო ცერემონია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფიცის დადების საზეიმო ცერემონიაზე.

  • 2016-05-26 პრემიერ-მინისტრი გმირთა მემორიალთან

    საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკო.