-
2016-05-25 პრემიერ-მინისტრი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დახურვას დაესწრო
30 წლის ახალგაზრდა მამაკაცის უმოწყალო მკვლელობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა, აბსოლუტურად ამაზრზენი ფაქტია და ამ აქტისთვის პასუხისმგებლობა ოკუპანტ ქვეყანას - რუსეთს უნდა დაეკისროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
-
2016-05-25 პრემიერ-მინისტრმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა და მწუხარება გამოთქვა მომხდარი ტრაგედიის გამო.
-
2016-05-25 26 მაისს საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებათა პროგრამა
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს სხვადსხვა ქალაქში გაიმართება საზეიმო ღონისძიებები.
-
2016-05-25 პრემიერ-მინისტრის თხოვნით საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან
2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან, - ასე უპასუხა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს თხოვნას, საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ეუთო-ს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ჩართვასთან დაკავშირებით.
-
2016-05-25 საქართველოს მთავრობის განკარგულება N914
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №699 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე