საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-05-23 პრემიერ-მინისტრის განცხადება

    კიდევ ერთხელ მინდა კატეგორიულად დავგმო ის ძალადობა, რომელიც სამეგრელოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამით ზიანი მიადგა პირველ რიგში ქართულ სახელმწიფოს და თითოეულ ჩვენგანს.

  • 2016-05-23 პრემიერ–მინისტრის კომენტარი

    რაოდენ გამომწვევიც უნდა იყოს ჩვენი ოპონენტების ქმედება, ჩვენ, სახელმწიფოს გვაკისრია ძალადობის გარეშე არჩევნების ჩატარების პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.

  • 2016-05-23 ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის განხორციელება დაიწყო

    ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი, რომელიც დიდ სიკეთეს მოუტანს, როგორც საქართველოს, ისე მთელ რეგიონს, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტი, რომლის განხორციელება დღეს დაიწყო.

  • 2016-05-23 საქართველოს მთავრობის განკარგულება N911

    საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის თანხის გამოყოფის შესახებ