საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-05-20 ხელმოწერის ცერემონია

    პროექტ „პანორამა თბილისის“ ფარგლებში მშენებარე ორი სასტუმრო და შეკვეთილში მშენებარე სასტუმრო და სპა კომპლექსი Marriot-ის უმაღლესი კლასის - ,,Autograph Collection-ის“ ბრენდის ქვეშ ერთიანდება. საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და სასტუმროთა საერთაშორისო ქსელ „Marriot"-ს შორის, დღეს შესაბამის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

  • 2016-05-20 პრემიერ-მინისტრის კომენტარი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა და მას ტრაგედია უწოდა. 

  • 2016-05-20 ინვესტორთა საბჭოს სხდომა

    საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა, ქართველი და უცხოელი ბიზნესმენებისთვის მომსახურების ერთიანი ფრონტოფისის შექმნა, სასამართლო სისტემის რეფორმა, მეწარმეთა შესახებ კანონში ცვლილებები და გაკოტრების რეფორმა იყო მთავარი თემები, რომელზეც ინვესტორთა საბჭომ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს გამართულ სხდომაზე იმსჯელა.

  • 2016-05-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N910

    „საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ" ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე

  • 2016-05-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N909

    „არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე

  • 2016-05-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N908

    „საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (განრიგი 4-ის მიზნებისთვის) შორის სასესხო შეთანხმების (მეორე რეგიონალური განვითარების პროექტის დამატებითი დაფინანსება)" საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად გ. კაკაურიძის, ლ. ხუციშვილის და ი. დარჩიაშვილის დანიშვნის შესახებ

  • 2016-05-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N907

    „საინფორმაციო ტექნოლოგიების პროდუქციით ვაჭრობის გაფართოების თაობაზე დეკლარაციის" საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად ი. ქავთარაძის, გ. არველაძისა და ს. ურიდიას დანიშვნის შესახებ

  • 2016-05-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N906

    „საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და დაცვის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ" შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე

  • 2016-05-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N905

    ი/მ „ნუგზარ ჭკადუაზე" გაცემული ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • 2016-05-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N904

    ,,საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №699 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2016-05-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N903

    შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრისათვის" თანხმობის მიცემის შესახებ

  • 2016-05-20 საქართველოს მთავრობის განკარგულება N902

    სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

  • 2016-05-20 საქართველოს მთავრობის დადგენილება №227

    „ტექნიკური რეგლამენტების: „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „მაჭახელას ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა" და „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • 2016-05-20 საქართველოს მთავრობის დადგენილება №226

    „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2016-05-20 საქართველოს მთავრობის დადგენილება №225

    „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ