საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-05-17 შეხვედრა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან

    საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საერთაშორისო ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ამოს ჰოხშტეინმა თესალონიკში გამართულ შეხვედრაზე.

  • 2016-05-17 ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობა დაიწყო

    საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ტრანს-ადრიატიკული მილსადენის (TAP) მშენებლობის დაწყებას ჩაეყარა საფუძველი. საზეიმო ღონისძიებას, პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

  • 2016-05-17 პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა

    საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ევროპის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის ერთგულია და მხარს უჭერს სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფანთან დაკავშირებულ არსებულ და სამომავლო პროექტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტრანს-ადრიატიკის მილსადენის მშენებლობის დაწყების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 2016-05-17 შეხვედრა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან

    უძველესი დროიდან მოყოლებული, ჩვენ გვაქვს მჭიდრო ისტორიული და კულტურული კავშირები და ვფიქრობ, რომ ტრანს-ადრიატიკული მილსადენის პროექტი არის კარგი შესაძლებლობა კიდევ უფრო გავამყაროთ თანამშრომლობა ენერგეტიკული კუთხით, - ამ სიტყვებით დაიწყო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა შეხვედრა საბერძნეთში ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.