საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-02-08 სატელეფონო საუბარი ირანის პრეზიდენტთან

    ქართული მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის. გიორგი კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ისაუბრეს ქართველი და ირანელი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზე.

  • 2016-02-08 საქართველოს პრემიერ-მინისტრი 9-10 თებერვალს ბრიუსელს ეწვევა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 9-10 თებერვალს ბრიუსელს ეწვევა. ვიზიტი საქართველოს მთავრობის მეთაურისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრით დაიწყება, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილი და დონალდ ტუსკი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

  • 2016-02-08 შეხვედრა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

    საქართველო-შვედეთის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.

  • 2016-02-08 კლაუს შვაბი გიორგი კვირიკაშვილს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის

    დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი კლაუს შვაბი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის. მადლობის წერილში პროფესორი კლაუს შვაბი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედის გამოთქვამს.

  • 2016-02-08 ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" განახორციელებს - სამთავრობო კომისიის მიერ გამარჯვებულად გამოცხადებული კომპანია პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე წარადგინა.

  • 2016-02-08 პრემიერ-მინისტრი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს, ვალერიუ შტეფან ზგონეას შეხვდა.

  • 2016-02-08 სამუშაო სადილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან

    საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რეზიდენციაში უმასპინძლა. სამუშაო სადილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები დაესწრნენ.

  • 2016-02-08 პრემიერ–მინისტრის კომენტარი

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და უშიშროების საბჭოს ფუნქციები გამიჯნულია და მათი გაერთიანების შესახებ საუბარი პოლიტიკოსთა მხრიდან სპეკულაციაა. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

  • 2016-02-08 ეროვნული სიტუაციური ოთახი გაიხსნა

    საქართველოში კრიზისების მართვის ახალი პროექტი ამოქმედდა - წარმატებული ბრიტანული მოდელის ქართული ანალოგი, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.

  • 2016-02-08 პრემიერ-მინისტრი გენერალ სერ გარი ჯონსონს შეხვდა

    უსაფრთხოების თემები და კრიზისების ეფექტური მართვის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველმა კრიზისების საკითხებში სერ გარი ჯონსონმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.