საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-02-21 პრემიერ-მინისტრი 22 თებერვალს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა

    ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი თავის ჩეხ კოლეგას ბოჰუსლავ სობოტკას პირისპირ შეხვდება, შემდეგ კი დელეგაციები გაფართოებული შემადგენლობით გამართავენ მოლაპარაკებებს, შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

  • 2016-02-21 თეთნულდის საბაგიროს გაშვება

    კურორტ „თეთნულდს“ საბაგირო გზა შეემატა - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ "თეთნულდის" მშენებლობის პირველი ფაზა წარმატებით დაასრულა.