საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-02-19 20-21 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ესტუმრება

    გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრს დაათვალიერებს. 15 მილიონ ლარად ღირებული პროექტი საპარტნიორო ფონდმა განახორციელა. ცენტრი სრულად გაზაფხულზე ამოქმედდება, სადაც 1000-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.

  • 2016-02-19 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

    შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის გააქტიურება და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, - ეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძირითადი პრიორიტეტებია.

  • 2016-02-19 ინფორმაცია მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

    დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ დააკმაყოფილა დიასპორის საკითხებში მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის პირადი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ბრძანება #01-04/8 19.02.2016

  • 2016-02-19 მთავრობის საპარლამენტო მდივანი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობოებს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით მათი პოზიცია მოისმინა.

  • 2016-02-19 100 000 თუთის ნერგი მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის მცირე მეწარმეებს

    საქართველოში მეაბრეშუმეობის განსავითარებლად, კომპანიამ "ასკანელი ძმები" და უზბეკეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა  საქართველოს ხელისუფლებას უზბეკეთიდან შემოტანილი 100 000 თუთის ნერგი საჩუქრად გადასცეს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და კომპანია "ასკანელი ძმების" დამფუძნებლის, ჯიმშერ ჩხაიძის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.  

  • 2016-02-19 შეხვედრა გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელთან

    პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებლ დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა.

  • 2016-02-19 პრემიერ-მინისტრი სტივ ნიკანდროსს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი "ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენ"-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს და მთავარ აღმასრულებელ ოფიცერს, სტივ ნიკანდროსს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები კომპანიის საქართველოში მუშაობის პერსპექტივები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები იყო. შეხვედრაზე განიხილეს, რა შეიძლება გააკეთოს დამატებით საქართველოს მთავრობამ, კომპანიის სამომავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.

  • 2016-02-19 საქართველოს მთავრობის დადგენილება №82

    ტექნიკური რეგლამენტის - ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ

  • 2016-02-19 საქართველოს მთავრობის დადგენილება №81

    „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • 2016-02-19 საქართველოს მთავრობის დადგენილება №80

    „ტექნიკური რეგლამენტების: „ალგეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „კოლხეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „აჯამეთის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „ქობულეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის", „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა" და „მაჭახელას ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • 2016-02-19 საქართველოს მთავრობის დადგენილება №79

    ტექნიკური რეგლამენტის - აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე

  • 2016-02-19 საქართველოს მთავრობის დადგენილება №78

    „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 მარტის №226 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • 2016-02-19 საქართველოს მთავრობის განკარგულება N282

    საბერძნეთის რესპუბლიკიდან ელისო ვარდანიძის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

  • 2016-02-19 საქართველოს მთავრობის განკარგულება N274

    სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული მცხეთა-დიდგორის სატყეო უბნის დიღმის სატყეოს კვარტალ №1-ის ლიტერ №2-ში 120 კვ.მ მიწის ფართობზე არასასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

  • 2016-02-19 საქართველოს მთავრობის განკარგულება N273

    სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული კასპის სატყეო უბნის ქსნის სატყეოს კვარტალ №10-ის ლიტერ №9-სა და №14-ში 41000 კვ.მ მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

  • 2016-02-19 საქართველოს მთავრობის განკარგულება N271

    სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ბოლნისის სატყეო უბნის დარბაზის სატყეოს კვ. №27-ის ლიტ. №9-ში 9500 კვ. მ მიწის ფართობზე სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

  • 2016-02-19 საქართველოს მთავრობის განკარგულება N270

    სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ყვარლის სატყეო უბნის ყვარლის სატყეოს კვარტალ №96-ის ლიტერ №7-ში, № 8-სა და №9-ში 49996 კვ. მ მიწის ფართობზე არასასოფლო-სამეურნეო სარგებლობის მიზნით ტყითსარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

  • 2016-02-19 საქართველოს მთავრობის განკარგულება N266

    საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • 2016-02-19 საქართველოს მთავრობის განკარგულება N265

    სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • 2016-02-19 საქართველოს მთავრობის განკარგულება N262

    სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჰიდროენერჯისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • 2016-02-19 საქართველოს მთავრობის განკარგულება N261

    საქართველოს მთავრობას, შპს „ენერგო ინვესტსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2015 წლის 31 მარტს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ  

  • 2016-02-19 საქართველოს მთავრობის განკარგულება N260

    მ. სარჯველაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

  • 2016-02-19 საქართველოს მთავრობის განკარგულება N259

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

  • 2016-02-19 საქართველოს მთავრობის განკარგულება N257

    საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ  

  • 2016-02-19 თანამემამულეთა სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს მთავრობა გაიღებს

    ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ უცხოეთში გარდაცვლილი ჩვენი თანამემამულეები საქართველოში გადმოვასვენოთ და მთავრობის სხდომაზე აღარ გავხადოთ ამ საკითხის განხილვა საჭირო,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

  • 2016-02-19 ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტრიფიცირება განხორციელდება

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის ელექტრიფიცირება განხორციელდება. 

  • 2016-02-19 პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება

    თავდაცვის მინისტრის მიმართ ბრალდებები არის აბსოლუტურად მიუღებელი და ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ გუნდში არსებული კითხვები სხვა ფორმატში უნდა განიხილებოდეს.

  • 2016-02-19 პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილელები შედის

    სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში საწარმოების შესაქმნელად, კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა 150 000 ლარითა(ნაცვლად 250 000 ლარისა) და 75 000 დოლარით (ნაცვლად 150 000 დოლარისა) იქნება განსაზღვრული.