-
2016-02-18 2016 წლის 19 თებერვალს, 09:00 საათზე, მთავრობის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში შეტანილია 36 საკითხი
-
2016-02-18 პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების გეგმა, დამწყები ბიზნესის დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამა და 2016 წელს რეგიონებში განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
-
2016-02-18 სამუშაო შეხვედრა
სახელისუფლებო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს.
-
2016-02-18 სამინისტროების საკოორდინაციო ერთეული მონიტორინგის და ანალიზის დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნება
სამინისტროების საკოორდინაციო ერთეული მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე არსებული მონიტორინგის და ანალიზის დეპარტამენტის ბაზაზე შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
-
2016-02-18 ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში მწერალ ბაჩანა ბრეგვაძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
-
2016-02-18 საქართველოში შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების სისტემა ყალიბდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე განათლების სისტემის ცვლილებებზე იმსჯელეს. რეფორმა შრომის ბაზარზე და საქართველოში არსებულ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს.
-
2016-02-18 შეხვედრა ავიაკომპანია „Ryanair-ის“ წარმომადგენლებთან
ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Ryanair-ი“ საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესდა, - ავიაკომპანიის მიერქუთაისის მიმართულებით ავიარეისების დაწყების შესაძლებლობები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „Ryanair-ის“ კომერციულ დირექტორთან, დეივიდ ობრაიანთან გამართა.
-
2016-02-18 საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო.