საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-02-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის პირველ ვიცე-პრემიერს შეხვდა

    საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება, ბათუმის პორტის დატვირთვის ზრდა და თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახი ინვესტორის დაბრუნება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ყაზახეთის პირველი ვიცე-პრემიერის, ბაკიტჟან საგინტაევის შეხვედრის მთავარი თემები.

  • 2016-02-17 შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

    საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები ახლო მომავალში სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას გამართავენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრაზე აღინიშნა.

  • 2016-02-17 ინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს დადებითად აფასებენ

    ინვესტორთა საბჭოს წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებენ და მთავრობას მისი იმპლემენტაციის პროცესში სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

  • 2016-02-17 საქართველოს მთავრობის განკარგულება N254

    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ა(ა)იპ - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" შორის გასაფორმებელი „გრანტის გაცემისა და გამოყენების შესახებ" და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ბენეფიციარს შორის გასაფორმებელი „გრანტის გაცემის შესახებ" ხელშეკრულებების პროექტების მოწონების თაობაზე

  • 2016-02-17 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №45

    თ. სანიკიძისათვის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი 2020 - კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020)" საქართველოს მონაწილეობის შესახებ" შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

  • 2016-02-17 საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №44

    „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ჩინეთი-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების" დადების მიზნით მოლაპარაკების გამართვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

  • 2016-02-17 ინვესტორთა საბჭოს სხდომა

    ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს მმართველობის ამომწურავი რეფორმა, რაც გულისხმობს მთავრობის ერთიანი ფრონტ-ოფისის შექმნას, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ინვესტორთა საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

  • 2016-02-17 პრემიერ-მინისტრის კომენტარი „ვიზეარის“ ახალ ფრენებთან დაკავშირებით

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ინვესტორთა საბჭოს დაწყების წინ გამოეხმაურა ავიაკომპანია "ვიზეარის" გადაწყვეტილებას, ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატებისა და რეგიონში პირველი ბაზის გახსნის თაობაზე.

  • 2016-02-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა.

  • 2016-02-17 საქართველოს მთავრობის განკარგულება N253

    „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტი 2020 - კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020)" საქართველოს მონაწილეობის შესახებ" შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე