საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2016-02-13 პრემიერ-მინისტრის გამოსვლა უსაფრთხოების კონფერენციაზე

    თუ მკითხავთ, რაში მდგომარეობს ევროპის სამომავლო პერსპექტივა, გიპასუხებთ, რომ ის მდგომარეობს საერთო მიზნისა და საერთო მომავლის გარშემო კონსოლიდაციაში. ხოლო საქართველო არის ამ საერთო მომავლის ნაწილი, რასაც საფუძვლად უდევს საერთო ისტორიული წარსული და კულტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თემატურ პანელზე - "სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისაკენ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • 2016-02-13 პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს შეხვდა

    ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა მრჩეველმა ევროპის საკითხებში ჩარლზ კუპჩანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა.

  • 2016-02-13 შეხვედრა გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან

    გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კრისტოფ ჰოისგენთან. 

  • 2016-02-13 საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

    მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა. საუბრის დასაწყისში პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

  • 2016-02-13 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

    ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობები და მისი შემდგომი გაღრმავებისპერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

  • 2016-02-13 პრემიერ-მინისტრი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

    შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები იყო.

  • 2016-02-13 შეხვედრა ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან

    საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ერნა სოლბერგმა.

  • 2016-02-13 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტვის პრეზიდენტს შეხვდა

    გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის პრეზიდენტს, დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა.

  • 2016-02-13 პრემიერ-მინისტრი ფატუ ბენსუდას შეხვდა

    მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდასთან.