საქართველოს მთავრობა – კალენდარი
  • 2015-11-07 ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის (2016-2018) გეგმის პროექტის შემუშავება დაიწყო

    მთავრობის ადმინისტრაციის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით, 5-6 ნოემბერს დაბა გუდაურში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება.